• 19-03-2023
    "კალაძეს რომ აჯობოს, ეს უნდა გააკეთოს" - სიომინი კვარაზე
    "კალაძეს რომ აჯობოს, ეს უნდა გააკეთოს" - სიომინი კვარაზე
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას თანახმა სრულიად საფეხბურთო სფერო აღაფრთოვანა.


    ამჯერად იური სიომინმა კვარასა და კახა კალაძეს შორის არჩევანი შეაჩერა:


    "შეძლებს თუ არ კვარაცხელია კალაძის გასწრებას? კახა მსოფლიო დონის მოთამაშე გახლდათ. კალაძეს, რომ აჯობოს ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. თუ ქართველი მოთამაშე ნაპოლისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასს აწევს კახა კალაძეს მიუალოხვდება.


    კახა კალაძე და ხვიჩა კვარაცხელია ორი სხვადასხვა პოზიციის მოთამაშეები არიან. კახა მცველია, ხვიჩა კი შემტევის პოზიციაზე თამაშობს, რაც გაცილებით პოპულარულია. სწორედ ამის გამო 22 წლის ქართველ ფეხბურთელს უპირატესობა აქვს. ეს ორი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელები არიან." - განაცხადა სიომინმა.


    ცნობისთვის, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები