19-03-2023

" ფეხზე ძლივს ვდგავარ" - ხოჭოლავამ მის გარშემო არსებულ გაუგებრობაზე ისაუბრა

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო ლაუზისთვის "კოპენჰაგენის" 30 წლის ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა არ არის გამოძახებული, რის მიზეზადაც ტრავმა დასახელდა.
განოცდილმა ფეხბურთელმა დანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში "ვიბორგის" წინააღმდეგ ითამაშა.
ზემოხსენებულმა ამბებმა გულშემატკივრებში დიდი გაოცება გამოიწვია.
ხოჭოლავამ "ვობრგთან" მატჩის შემდეგ Geo Team-თან ინტერვიუ ჩაწერა:
"საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ზეგ ოპერაციას ვიკეთებ. ნაკრებში ფიზიკურად ვერ ჩავიდოდი. იძულებული ვიყავი დღეს გამაყუჩებლით მეთამაშა. ყოველდღე 1 ნემს სითხეს მიღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს ვდგავარ. ხვალ ბარსელონაში მივფრინავ, ოპერაციას ვიკეთებ. 4-5 კვირა ვერ ვივარჯიშებ." - განაცხადა ხოჭოლავამ.
ტეგები:
Facebook კომენტარები