• 19-03-2023
    რატომ ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე “სლოვანის” განაცხადში! - უახლესი ცნობები
    რატომ ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე “სლოვანის” განაცხადში! - უახლესი ცნობები
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, კორგონ ლიგის ჩემპიონშიფის ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში, "პოდბრევოზამ" შინ ბრატისლავა "სლოვანი" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.


    აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ნაკრების და "სლოვანის" 23 წლის ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს.


    Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ ვაისმა გიორგი დაასვენა. 


    ეს სავარაუდოდ იქიდან არის გამომდინარე, რომ ქართველ ფეხბურთელს მალე სანაკრებო მატჩებისთვის მოსამზადებლად სამშობლოში დაბრუნება მოუწევს.


    ცნობისთვის, გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრების შეკრებაზე ხვალ ჩამოფრინდებიან.

    Facebook კომენტარები