20-03-2023

ლუკა ლოჩოშვილი: “გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "კრემონეზეს" 24 წლის მცველი, ლუკა ლოჩოშვილი სერია ა-ში მშვენიერ სეზონს ატარებს. ბევრისთვის მოულოდნელად ახალგაზრდა ფეხბურთელი სანაკრებო სიაში ვერ მოხვდა, რამაც გულშემატკივრებში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
ლუკამ Geo Team-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადებები გაავრცელა:
"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ. კრიტიკა იმ ხალხისგან, ვისაც ჩემი ერთი თამაშიც არ უნახავს...
სერია A-ში 16 თამაში ჩავატარე, აქამდე მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა აქ, სადაც მოხვედრა რთულია. ცუდ რაღაცებს წერენ.
მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს მთელი სეზონია აქტიურად მიჭერს, მათ ძალიან ვაფასებ." - განაცხადა ლუკამ.
ტეგები:
Facebook კომენტარები