• 20-03-2023
    კაპიტნის ღირსეული საქციელი! - რა გააკეთა დი ლორენცომ კვარას პენალტის ეპიზოდში
    კაპიტნის ღირსეული საქციელი! - რა გააკეთა დი ლორენცომ კვარას პენალტის ეპიზოდში
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 27-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" "ტორინო" ანგარიშით 0:4 გაანადგურა.


    საქართცელოს ნაკრებისა და "პარტენოპეის" 22 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის 29-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.


    აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ პენალტის დარტყმის წინ ხვიჩას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რაც ქართველ ფეხბურთელს მომენტის რეალიზებაში დაეხმარა.


    ცნობისთვის, ახალგაზრდა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები