• 20-03-2023
    გატუზო: "კვარა? ის ამ ფეხბურთელს ჰგავს, წარმოუდგენელ რაღაცებს შვრება"
    გატუზო: "კვარა? ის ამ ფეხბურთელს ჰგავს, წარმოუდგენელ რაღაცებს შვრება"
    Aa

    წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯენარო გატუზომ "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს შეადარა.


    "ხვიჩა ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს. ის წარმოუდგენელ რაღაცებს ძალიან იოლად შვრება. 


    "ნაპოლი" ნამდვილად არის ის გუნდი, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. "პარტენოპეი" ღვთაებრივ ფეხბურთს თამაშობს," - განაცხადა გატუზომ, რომელიც ბოლოს "ვალენსიას" ედგა სათავეში.


    იტალიელ სპეციალისტს ადრე "ნაპოლიშიც" უმუშავია. "პარტენოპეის" იგი 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა.


    რაც შეეხება ხვიჩასა და ბესტის შედარებას, რამდენიმე დღის წინ იგი კრისტიან ვიერიმაც შემოგვთავაზა.

    Facebook კომენტარები