20-03-2023

პრემიერ ლიგის გრანდი კვარას შეძენით ინტერესდება! - უახლესი ცნობები

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
ცნობილი ევროპული სააგენტო Football Insider-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედი" მზად არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის იბრძოლოს.
წარსულში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელები კვარას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდნენ.
შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კაჭკაჭები" ახალგაზრდა მოთამაშის შეძენისთვის აუცილებლად იბრძოლებენ.
ტეგები:
Facebook კომენტარები