

როგორც მოგეხსენებათ, საქართცელოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე თამაშით სრულიად საფეხბურთო სამყარო აღაფრთოვანა.
გავლენიანმა გამოცემა, Footballtavern-მა ხვიჩას საინტერესო სტატია მიუძღვნა:
"ქართველმა მოთამაშემ ევროპულ ფეხბურთში თავისი სათქმელი უკვე დააფიქსირა, ის საფეხბურთო ელიტის გამორჩეული წევრია, ამ ბიჭის ყურება კი ძალიან სასიამოვნოა. კვარაცხელიას ნეაპოლში მარადონას ადარებენ, ფეხბურთის ღმერთს. როგორც ჩანს, ხვიჩასთვის ზღვარი ცა და მის მიღმა სივრცეა.
22 წლის მოთამაშე ვიქტორ ოსიმენთან ერთად ნაპოლის მთავარი ვარსკვლავია და ისინი პარტენოპეის სერია ა-ს მოგებისკენ უძღვებიან, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჩემპიონთა ლიგაზეც მიაღწიონ წარმატებას."
ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას გენიალური თამაშის პარალელურად, პრემიერ ლიგის გრგანდებმა მისი შეძენა გადაწყვიტეს. როგორც Football Insader იტყობინება, მანჩესტერ სიტის ნიუკასლის კონკურენცია არ აინტერესებს, ქალაქელები მზად არიან, რომ ქართველ ფეხბურთელში 140 მილიონი ევრო გადაიხადონ. მიხუედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს რეალი აკვრიდება, სიტი დანებებას არ აპირებს.
იმის განხილვაც კი არ არის საჭირო, რომ ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონი ლ ფეხბურთელია და შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული გარემარბია. როგორც იწერება, ამჟამად ხვიჩა 88 მილიონია, თუმცა აურელიო დე ლაურენტისი უფრო მეტს მოითხოვს, თუმცა სიძვირე ქალაქელებსსთვის პრობლემას არ წარმოადგენს." - წერია სტატიაში.