23-05-2024
ჩავის სამხრეთ კორეის ნაკრებში მუშაობას სთავაზობდნენ
Author of the article
Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" ჯერ კიდევ მოქმედი თავკაცის, ჩავი ერნანდესის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს თანახმად, იქიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც "მაესტრომ" კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლაზე გამოაცხადა (რაც 27 იანვარს) მოხდა, მას ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს.
44 წლის სპეციალისტმა წინადადება სამხრეთ კორეის ნაკრებისგან მიიღო.
რა გასაკვირია, რომ ჩავიმ ეს შეთავაზება თავაზიანი უარით გაისტუმრა.
შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, "მაესტრო" "ბარსას" სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება.
Facebook კომენტარები