• 30-06-2023
    საქართველოს სუპერთასი | ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია
    საქართველოს სუპერთასი | ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია

    დღეს, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ორივე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

    თბილისის “დინამოსა” და გორის “დილას” დაპირისპირებაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა იმარჯვა.

    ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. გოლების გატანა ომარ ულად იმრანმა და ონორე გომისმა მოახერხეს.

    პენალტების სერიაში კი თბილისის “დინამოში” ახლად დაბრუნებულმა გიორგი ლორიამ იყოჩაღა, რომელმაც 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

    მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” 6:5 სძლია.

    ცნობისთვის, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალი, სადაც ერთმანეთს თბილისასა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდებიან 4 თებერვალს 17:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.

    Facebook კომენტარები