• 06-07-2023
    "სერია ა-ში თამაში ჩემი ოცნება იყო" - კვერნაძის კომენტარი იტალიაში ტრანსფერის შემდეგ
    "სერია ა-ში თამაში ჩემი ოცნება იყო" - კვერნაძის კომენტარი იტალიაში ტრანსფერის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი კვერნაძე 1-წლიანი იჯარით "ფროზინონეს" რიგებს შეუერთდა.

    ქართველმა ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "სერია ა-ში თამაში ჩემი ოცნება იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი.

    "ფროზინონეს საშინაო არენაზე ვიყავი, სადაც უნდა ვითამაშოთ და ძალიან მომეწონა. კლუბის ხელმძღვანელობიდან ძალიან დადებითი ემოცია წამოვიდა.

    "პოტენციურად პირველი მატჩის ჩატარება ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის წინააღმდეგ რომ მიწევს, სიმბოლურია. იტალიის ჩემპიონატში ორი ქართველი ვართ და საწყის მატჩშივე ერთმანეთს ვეთამაშებით.

    "თავს არ დავზოგავ, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო და ქართველი ხალხი გავახარო", - თქვა კვერნაძემ.

    Facebook კომენტარები