• 07-07-2023
    "ლაციო" მატეო პოლიტანოთი ინტერესდება - დედაქალაქელებს სხვა მიზნებიც აქვთ
    "ლაციო" მატეო პოლიტანოთი ინტერესდება - დედაქალაქელებს სხვა მიზნებიც აქვთ

    გავლენიანი იტალიური გამოცემა "Corriere Dello sport" იტყობინება, რომ "ლაციო" "ნაპოლის" იტალიელი შემტევით, მატეო პოლიტანოთი ინტერესდება.

    დედაქალაქელებმა ეს ტრანსფერი იმის მერე გადაწყვიტეს, რაც "სასულომ" დომენიკო ბერარდის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა.

    წყაროს ცნობით, "ლაციო" ასევე დაინტერესებულია პიოტრ ზილინსკით, თუმცა მას კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სურს.

    აქვე გეტყვით, რომ "ნაპოლი" პოლიტანოს იაფად არ დათმობს, რადგან კლუბს ასევე ირვინგ ლოზანოც ტოვებს ეს კი შეტევაში პრობლემებს ქმნის.

    Facebook კომენტარები