• 25-07-2023
    "ეს დიდი სიამოვნება იყო..." - ბელინგემი სადებიუტო მატჩზე
    "ეს დიდი სიამოვნება იყო..." - ბელინგემი სადებიუტო მატჩზე
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ჯუდ ბელინგემმა "მილანთან" სადებიუტო შეხვედრის ჩატარების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

    "პირველი მატჩი რეალის მაისურით, ეს დიდი სიამოვნება იყო. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ორი გოლი გავუშვით. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვგრძნობდი, რომ თამაშს მოვიგებდით."

    "ფედეს ორი გასროლა და შემდეგ ვინის გამარჯვების მომტანი გოლი. სასიამოვნოა, როცა სეზონს გამარჯვებით იწყებ."

    "ვინერვიულე თუ არა პირველი მატჩის გამო? სიმართლე, რომ გითხრათ, ძალიან მშვიდად ვიყავი. ბურთი მივიღე თუ არა მაშინვე დავწყნარდი და თავს კომფორტულად ვგრძნობდი." - განაცხადა ინგლისელმა.

    Facebook კომენტარები