08-05-2022

სტანისლავ ბილენკის მატჩისშემდგომი კომენტარი

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში თბილისის "დინამომ" სტუმრად ბოლნისის "სიონი" დიდი ანგარიშით, 7-3 დაამარცხა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე სტანისლავ ბილენკი გახლდათ, უკრაინელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
შეხვედრის შემდგომ მან განაცხადა, რომ დღევანდელი დღით კმაყოფილია: "კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ მომენტს ველოდით და ვფიქრობ, რომ ჩვენი მუშაობით ეს დავიმსახურეთ. მიხარია, რომ გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშთ მოიგო. შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ჰეთ-თრიკი შევასრულე. შესაძლოა, რომ ცოტათი დამაგვიანდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან მიხარია."
ელიგის მიმდინარე სეზონში ბილენკის ანგარიშზე ჩატარებულ 10 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ტეგები:
Facebook კომენტარები