• 31-07-2023
    ჟურნალისტი: "თუ "ნაპოლი" კიეზას იყიდის, რა უნდა გააკეთოს კვარაცხელიამ?"
    ჟურნალისტი: "თუ "ნაპოლი" კიეზას იყიდის, რა უნდა გააკეთოს კვარაცხელიამ?"
    Author of the article
    Aa

    იტალიურ პრესაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ნაპოლი" ტურინის "იუვენტუსის" 25 წლის გარემარბით, ფედერიკო კიეზათი გახლდათ დაინტერესებული. კიეზას ტრანსფერს ითხოვდნენ "პარტენოპეის" ტიფოზებიც.

    ამ ცნობებს იტალიელი ჟურნალისტი უმბერტო კიარელო გამოეხმაურა.

    "კასტელ დი სანგროში გუნდისადმი დიდ ნდობას გამოხატავენ, სოციალურ ქსელში კი ამას ვერ ვხედავ. ვკითხულობ, როგორ ითხოვენ ისინი შეუძლებელი ტრანსფერების განხორციელებას. მაგალითად, როცა ფედერიკო კიეზას დამატებას ითხოვ, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი გაგეგება. 

    "იუვენტუსის" ფეხბურთელი 7 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას მოითხოვს. თუ დე ლაურენტისი ჭკუიდან შეიშლება და ამას დაუკმაყოფილებს, კვარაცხელიამ რაღა უნდა გააკეთოს? რა თქმა უნდა, მისი ხელფასიც გადასახედი გახდება. თანასწორობა ასე მუშაობს.

    კიეზა პარამეტრებში უბრალოდ ვერ ჯდება. ის ჰოლანდი არაა. ფედერიკოს "ნაპოლიში" ტრანსფერი ოცნებებს მიეკუთვნება, ოცნებებს კი რეალობასთან საერთო არაფერი აქვს," - თქვა კიარელომ.

    კიეზას "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბიანკონერი" მას 60 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები