• 01-08-2023
    ამერიკულ გუნდს პროგრესი აქვს! - “ატლანტა იუნაიტედი” ლობჟანიძის შეძენას შეეცდება
    ამერიკულ გუნდს პროგრესი აქვს! - “ატლანტა იუნაიტედი” ლობჟანიძის შეძენას შეეცდება

    როგორც მოგეხსენებათ, საბა ლობჟანიძეს წარმატებული სეზონის შემდეგ არაერთი მსურველი გამოუჩნდა.

    ბოლო პერიოდში, MLS-ის გუნდი “ატლანტა იუნაიტედი” ძალიან გააქტიურდა.

    გავლენიანი თურქი სპორტული ჟურნალისტის, ერთან სუჟგუნის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ატლანტა იუნაიტედმა” ლობჟანიძის ტრანსფერთან დაკავშირებით პროგრესი განახორციელა.

    ცნობისთვის, საბამ გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები