• 01-08-2023
    "იფიქრე ნეიმარზე" - როგორ ცადა ჩავიმ დემბელეს გადარწმუნება
    "იფიქრე ნეიმარზე" - როგორ ცადა ჩავიმ დემბელეს გადარწმუნება

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ფრანგი გარემარბი უსმან დემბელე კარიერის "პარი სენ ჟერმენში" გაგრძელებასთან ერთ ნაბიჯშია.

    Sport-ის ინფორმაციით, დემბელეს საქციელით ჩავი ერნანდესი იმედგაცრუებულია. 

    გასულ კვირას 26 წლის ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს უთხრა, რომ "ბლაუგრანასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდოდა, მადრიდის "რეალთან" მოგებული მატჩის შემდეგ კი მთელ გუნდს გამოუცხადა წასვლის გადაწყვეტილება.

    წყაროს თანახმად, "მაესტრომ" დემბელეს ნეიმარი მოუყვანა მაგალითად. "იფიქრე იმაზე, რა დაემართა ნეიმარს," - უთქვამს ჩავის უსმანისთვის, მაგრამ ამან ფრანგს აზრი ვერ შეუცვალა.

    შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შვიდიანს კლუბი "პსჟ-სთან" მოლაპარაკებების შედეგად შეელევა. უკვე გაირკვა, რომ 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ოფცია არ გააქტიურებულა, რაც "ბარსელონას" პოზიციებს მხოლოდ აუმჯობესებს.

    Facebook კომენტარები