• 03-08-2023
    "გორის "დილამ" იცის რა უნდა გააკეთოს" - "ვორკსლას" მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩამდე
    "გორის "დილამ" იცის რა უნდა გააკეთოს" - "ვორკსლას" მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩამდე

    როგორც მოგეხსენებათ, 3 აგვისტოს გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მოეთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში პოლტავის "ვორსკლას" დაუპირისპირდება.

    მატჩამდე უკრაინელთა თავკაცმა, ვიქტორ სკრიპნიკმა კომენტარი გააკეთა:

    "გავაანალიზეთ ის შეცდომები, რაც დავუშვით და ყურადღება გავამახვილეთ იმ კარგ ასპექტებზე, რამაც მოგვაგებინა. თუმცა, ჯერ მხოლოდ პირველი მატჩია დასრულებული, ახლა მეორე ტაიმი იქნება. ორივე გუნდი იცნობს ერთმანეთს. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ალბათ, ჩვენმა მეტოქემაც იცის, რა გააკეთოს" 

    "მადლობა ღმერთს, ტრავმირებული არავინაა, ანდრეი ბაცულაც შემოგვიერთდა და ჩვენი დახმარება შეუძლია. ყველაფერი რიგზეა და ყველა მზადაა. ყოველი მატჩი ახალი თამაშია. ჯერ ძირითადი შემადგენლობის ბიჭები არ შემირჩევია, მაგრამ პირველ რიგში ის თვალები მჭირდება, რომელთა ნახვა მინდა. ეს ყველაზე მთავარია, რადგან როგორც არ უნდა ითამაშო პირველი მატჩი, მეორე თავიდან იწყება. ჩვენი ამოცანების შესასრულებლად არა მარტო გამოცდილი, არამედ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გვჭირდება, რომლებსაც აქვთ საჭირო ენერგია"

    "დიახ, ოდესღაც შეჩვეული ვიყავით ჩვენს ქომაგთან ერთად თამაშს, მაგრამ ჯერ პანდემია და ახლა ის ვითარება, რაც უკრაინაშია... გვაკლია ჩვენი გულშემატკივარი და ძალიან გვიხარია, რომ პოლონეთში მათი მხარდაჭერა გვესმოდა", - განაცხადა სკრიპნიკმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში გორელები ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.

    Facebook კომენტარები