• 10-06-2023
    "რთული გასვლითი მატჩები გველის" - კაშიას კომენტარი სანაკრებო შეხვედრების წინ
    "რთული გასვლითი მატჩები გველის" - კაშიას კომენტარი სანაკრებო შეხვედრების წინ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ითამაშებს.

    აღნიშნული შეხვედრების წინ, "ჯვაროსნების" კაპიტანმა, გურამ კაშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს. ჩვენ, ვინც სეზონი შედარებით ადრე დავასრულეთ, მზადება რამდენიმე დღით ადრე დავიწყეთ.

    "დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

    "საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხდით. სტარტზე 1 ქულა ავიღეთ, თუმცა მონაგარის გაზრდა გვსურს. რთული გასვლითი მატჩები გველის, მაგრამ იმედი მაქვს, შედეგით კმაყოფილნი ვიქნებით", - განაცხადა გურმმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები პირველ თამაშს 17, ხოლო მეორე შეხვედრას 20 ივნისს კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები