• 11-06-2023
    გვარდიოლა: "ეს ჩემპიონთა ლიგა ვარსკვლავებში იყო დაწერილი"
    გვარდიოლა: "ეს ჩემპიონთა ლიგა ვარსკვლავებში იყო დაწერილი"
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში "სიტიზენებმა" მილანის "ინტერი" როდრის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს.

    ისტორიული მატჩის შემდეგ "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა.

    "ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ტურნირი, ამ წელს, ეს ფინალი, ვარსკვლავებში იყო დაწერილი.

    ჩვენ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოგვეგო, რათა ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად განვეხილეთ. ეს ჩვენ გავაკეთეთ.

    ახლა ხალხს შეუძლია თქვას, რომ "მანჩესტერ სიტიმ" თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიუხედავად ამისა, არ მინდა, რომ ერთი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გავქრე.

    ასე რომ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო დიდი შრომის გაწევა გვმართებს. არიან გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას იგებენ და ერთი ან ორი სეზონის შემდეგ უჩინარდებიან. ჩვენ ეს არ უნდა დაგვემართოს," - თქვა პეპმა.

    შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის თასი თავის სამწვრთნელო კარიერაში მესამედ აღმართა. გარდა ამისა, პეპი გახდა პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომელსაც ტრიპლეტი ორჯერ აქვს შესრულებული.

    Facebook კომენტარები