• 11-06-2023
    ინძაგი: "ფინალის წაგება არ დაგვიმსახურებია"
    ინძაგი: "ფინალის წაგება არ დაგვიმსახურებია"

    მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

    "ბოლო მომენტებში, ლუკაკუს, დი მარკოსა და გოსენსის ეპიზოდებში, მეტს ვიმსახურებდით. პირველ ტაიმში ბურთის ფლობა უკეთ უნდა გამოგვსვლოდა. მეორე ნახევარში უფრო მეტი მომენტი იყო.

    სინანული გვაქვს, რადგან წაგება სპორტში ყველაზე ცუდი რამაა. ჩემს ბიჭებს მივულოცე. მათ დღეს შესანიშნავად ითამაშეს. წაგება არ დაგვიმსახურებია.

    ფანტასტიკური იქნებოდ ამ ტიტულის მსოფლიოში საუკეთესო გუნდის დამარცხებით მოგება. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ტოლსწორად ვითამაშეთ, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

    ფეხბურთი ასეთია. მსგავსი იმედგაცრუებებით გამოცდილება გროვდება. ვფიქრობ, უკანასკნელ 25 წუთში რატომ მოხდა ისე, რომ ბურთი ძელს გავარტყით, შემდეგ კი ფეხბურთელმა ბურთი თანაგუნდელს მოარტყა. გოლამდე 1 სანტიმეტრი დაგვაკლდა.

    "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა. დღეს მათ ითამაშეს "ინტერის" დიდებული გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ისინი კუთხეში მიიმწყვდია. "სიტი" ტიტულთან ახლოს ადრეც მისულა და გვარდიოლას წარმატება მივულოცე, თუმცა ვისურვებდი, რომ მათი ლოდინი კიდევ გაგრძელებულიყო

    ცოტა უნდა გაგვმართლებოდა. ყველა ჩემს ფეხბურთელს სათითაოდ ჩავეხუტე," - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების სეზონი "ნერაძურიმ" ორი ტიტულით დახურა. მილანელებმა იანვარში იტალიის სუპერთასი, ხოლო მაისში - იტალიის თასი მოიგეს.

    Facebook კომენტარები