• 12-06-2023
    ვარსკვლავები, ვისთანაც თამაში საქართველოს U21 ნაკრებს ახალგაზრდულ ევროზე მოუწევს
    ვარსკვლავები, ვისთანაც თამაში საქართველოს U21 ნაკრებს ახალგაზრდულ ევროზე მოუწევს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა. "ჯვაროსნები" A ჯგუფში არიან მოხვედრილნი, სადაც მათი მეტოქეები პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები იქნებიან.

    ბუნებრივია, ყველა ქომაგს აინტერესებს, თუ რომელ ვარსკვლავებს მოუწევთ რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ თამაში.

    ქართველთა მოწინააღმდეგეთა რიგებიდან შეიძლება შემდეგი ფეხბურთელები გამოვარჩიოთ:

    პორტუგალია: ანდრე ალმეიდა (ვალენსია), ნუნუ ტავარეში (მარსელი), ფაბიუ ვიეირა (არსენალი), პედრო ნეტო (ვულვზი)

    ბელგია: შარლე დე კეტელაერე (მილანი), რომეო ლავია (საუთჰემპტონი), ასტერ ვრანკსი (მილანი)

    ნიდერლანდები: რაიან გრავენბერხი (ბაიერნი), ბრაინ ბრობი (აიაქსი), ჯოშუა ზირკზეე (ბოლონია)

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირს 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის, 24 ივნისს ბელგიას დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს, ნიდერლანდებთან ჯახით დახურავს.

    Facebook კომენტარები