14-06-2023

"ნიუკასლი" ბარელას უახლოვდება

ავტორი
"ინტერი" "ვალენსიას" ფასის დაკლდებას სთხოვს - მამარდაშვილი "ნერაძურისთვის" პრიორიტეტია
მილინკოვიჩ-სავიჩით "ინტერიც" დაინტერესდა
"ნიუკასლ იუნაიტედი" მილანის "ინტერიდან" ნიკოლო ბარელას წაყვანას ეცდება, - იუწყება The Telegraph.
ბრიტანული ტაბლოიდის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწევადად მიიჩნევა. უკანასკნელ დღეებში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართულა.
26 წლის ნახევარმცველის გადაბირება ჯორდებს 50 მილიონ ფუნტამდე დაუჯდებათ, რაც 58 მილიონი ევროს ექვივალენტია.
ვახსენოთ ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ "კაჭკაჭები" ნიკოლოს დამატებას მართლაც მოახერხებენ, იგი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. ეს გარდაუვალია.
გასული სეზონი ბარიელას კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. მან 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა და "ინტერნაციონალესთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია, სადაც "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა.
იტალიელ ვარსკვლავს უკავშირებენ "ლივერპულსაც".
ტეგები:
Facebook კომენტარები