• 16-03-2022
    "ყოველთვის დედაჩემი მახსენდება" - ქართველი მცველის ემოციური წერილი დედას
    "ყოველთვის დედაჩემი მახსენდება" - ქართველი მცველის ემოციური წერილი დედას

    თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა ხვადაგიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც დედამისს მიუძღვნა და მას ემოციური წერილიც დაურთო.


    "როცა 3 წლის ვიყავი, დედაჩემი საბერძნეთში წავიდა, იმისთვის, რომ ფინანსურად ვყოფილიყავით მყარად. მიატოვა თავისი პროფესია, მიატოვა ოჯახი, რათა ნორმალურად გვეცხოვრა და არაფერი მოგვკლებოდა".


    "ის რომ არ ყოფილიყო, მე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს. ბავშვობიდან მას არაფერი  მოუკლია, ბუცი იქნებოდა ფეხსაცმელი თუ სხვა რამ. მას მხოლოდ უნოდა რომ კარგად ვყოფილიყავით. ძალიან უჭირდა საბერძნეთში ცხოვრება და ახლაც ძალიან უჭირს. გული მწყდება, რომ ესე ხდება".


    "17 წლის ასაკში მეორედ ვნახე დედაჩემი. პირველად - 3 წლის ასაკში. წარმოუდგენელი განცდა იყო. ეგეც მხოლოდ 1 თვით. ყოველდგე, როცა ვიძინებ, ან თამაშე გავდივარ, ან ვლოცულობ, დედაჩემი მახსენდება და ვნერვიულობ, როგორ არის, რას აკეთებს. იმედია, დავუფასებ ამ ყველაფერს, რაც მან ჩემთვის გაკეთა. იმედია, ვიქნები შენაირი ძლიერი ადამიანი. დე, ყველაზე და ყვეფერზე ძალიან მიყვარხარ და მენატრები. იმედია ერთ დღეს ვიცხოვრებთ ერთად და სამუდამოდ მიყვარხარ", - წერს ხვადაგიანი სოციალურ ქსელში.

    Facebook კომენტარები