• 27-06-2023
    "პსჟ"-მ მბაპეს მინიმალური ღირებულება დაასახელა
    "პსჟ"-მ მბაპეს მინიმალური ღირებულება დაასახელა
    ავტორი
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს საგა კვლავ აქტუალურია.

    მიუხედავად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებისა, არის შანსი, რომ ფრანგის ტრანსფერი ამ ზაფხულშივე შედგეს.

    "Le Parisien" ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ცნობებს ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, "პსჟ" კილიანის სანაცვლოდ მინიმუმ 200 მილიონს ითხოვს.

    აღსანიშნავია, რომ ეს იმაზე მცირე თანხაა, რასაც მადრიდელები პარიზელებს გასულ ზაფხულს სთავაზობდნენ.

    Facebook კომენტარები