• 29-06-2023
    16 წლის ჰარი ამასისთვის გამართული ბრძოლა "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა
    16 წლის ჰარი ამასისთვის გამართული ბრძოლა "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა
    Author of the article
    Aa

    16 წლის ჰარი ამასი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრისიო რომანო ადასტურებს.

    "უოტფორდის" მარცხენა მცველის დამატება პრემიერ ლიგის უამრავ კლუბს სურდა, თუმცა მან "იუნაიტედი" აირჩია.

    ამასი თავისუფალი აგენტი გახდა და უამრავ შეთავაზებასა თუ პროექტს შორის, ის ყველაზე მეტად "მანჩესტერით" დარჩა მოხიბლული.

    ჰარი ერთ-ერთ გამორჩეულ ინგლისელ ტალანტად მიიჩნევა, რის გამოც მის დამატებაზე ბევრი გუნდი მუშაობდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ამასი მხოლოდ 16 წლის არის, ის "უოტფორდის" 21-წლამდელთა გუნდის ხშირი წევრი იყო.

    Facebook კომენტარები