• 30-06-2023
    ცნობილია: რატომ გაიწვია "იუნაიტედმა" უკან დე ხეასთან შეთანხმებული ახალი კონტრაქტი
    ცნობილია: რატომ გაიწვია "იუნაიტედმა" უკან დე ხეასთან შეთანხმებული ახალი კონტრაქტი

    მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დავიდ დე ხეასთან კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა უკან გაიწვია.

    რამდენიმე კვირის წინ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, დე ხეამ ხელი მოაწერა, "იუნაიტედმა" კი კონტრაქტზე უარი თქვა.

    Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერის" გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სეზონის ბოლოს დე ხეას ცუდი პერფორმანსები იყო.

    ერიკ ტენ ჰაგი არ არის დარწმუნებული, სურს თუ არა, რომ გუნდის პირველი მეკარე ისევ ესპანელი მოთამაშე იყოს.

    ამიტომაც, კლუბმა დავიდს კიდევ უფრო ნაკლები ხელფასი შესთავაზა, 1-იანი კი ამით უკმაყოფილო დარჩა.

    დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

    Facebook კომენტარები