• 04-07-2023
    ტრანსფერი "ნაპოლიდან" - ვისი მოყვანა სურს კარლოს "რეალში"
    ტრანსფერი "ნაპოლიდან" - ვისი მოყვანა სურს კარლოს "რეალში"
    ავტორი
    Aa

    მარიო კორტეხანას ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარ მწრთვნელს კარლო ანჩელოტის კლუბში თავდამსხმელის მოყვანა სურს.

    მადრიდელები ჯერ ჰარი კეინის ტრანსფერს განიხილავდნენ, რაც არ გამოიდა.

    ამის შემდეგ თავიდან აგორდა კილიან მბაპეს საგა და ეს საქმეც ისე მიდის, რომ ფრანგი ამ ზაფხულსაც არ მოვა.

    აღნიშნული ჟურნალისტის თქმით, ანჩელოტის ფავორიტი ვიქტორ ოსიმენია. იტალიელ სპეციალისტს ნიგერიელი ფორვარდი ძალიან მოსწონს.

    თუმცა არსებობს ერთი დიდი პრობლემა და ეს ოსიმენის სატრანსფერო ღირებულებაა.

    "სამეფო გუნდისთვის" ის თანხა, რასაც იტალიელები ვიქტორის სანაცვლოდ ითხოვენ, ზემდეტად მაღალია.

    Facebook კომენტარები