• 27-04-2022
    GDS - "ნაპოლიში" ხვიჩას ახალი მწვრთნელი დახვდება
    GDS - "ნაპოლიში" ხვიჩას ახალი მწვრთნელი დახვდება

    დღეს, გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში" გააგრძელებს.


    ბუნებრივია, ხვიჩას ნეაპოლში სათადარიგო სკამზე დასაჯდომად არავინ წაიყვანს და მასზე დიდი იმედები მყარდება, თუმცა, შესაძლოა, ქართველს ახალ გუნდში ახალი მწვრთნელი და სხვა ახალწვეულებიც დახვდეს.


    Gazzeta dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილია და არის შანსი, ის ზაფხულში დაითხოვოს. სპალეტის შემცვლელად, ამ დროისთვის, 3 კანდიდატურა განიხილება - ჯან პიერო გასპერინი ("ატალანტა"), ვინჩენცო იტალიანო ("ფიორენტინა") და რობერტო დე ძერბი ("შახტარი")


    გარდა ამისა, როგორც ირკვევა, "ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერი ფანჯარაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას შეეცდება - ანტონინ ბარაკი ("ვერონა"), ანდრეა კამბიასო ("ჯენოა"), ჰამად ტრაორე ("სასუოლო") და კრისტიან ასლანი ("ემპოლი".

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა