• 28-04-2022
    ხელფასი, სატრანსფერო თანხა და სხვა - კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები
    ხელფასი, სატრანსფერო თანხა და სხვა - კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალ სეზონში კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.


    რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორი იქნება ხვიჩას ანაზღაურება ნეაპოლურ გუნდში, იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ამის შესახებ წერს.


    გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლიში" ქართველი გარემარბის წლიური ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო იქნება.


    დიდი ალბათობით, იტალიური გრანდი კვარაცხელიას ტრანსფერს 8 მილიონ ევროდ გაჩარხავს.


    გარდა ამისა, ირკვევა, რომ ხვიჩა ახალ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება.

    Facebook კომენტარები