• 29-04-2022
    "შეიძლება ბომბი გახდეს" - იტალიაში კვრაცხელიას ტრანსფერზე ალაპარაკდნენ
    "შეიძლება ბომბი გახდეს" - იტალიაში კვრაცხელიას ტრანსფერზე ალაპარაკდნენ

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონიდან კარიერას სერია ა-ს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, "ნაპოლიში" გააგრძელებს.


    აღნიშნული ინფორმაცია არა მხოლოდ ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, არამედ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა.


    იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა პიეტრო ლო მონაკომ ქართველი გარემარბის ტრანსფერი შეაფასა და მას დიდებული შენაძენიც კი უწოდა.


    "ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი შენაძენია და ვფიქრობ, შეიძლება ბომბი გახდეს. ამ მომენტში ის ყუმბარაა, რომელიც უნდა აფეთქდეს.


    გარდა ამისა, ნაპოლის შემტევი ნახევარმცველი, "ტრეკვარტისტა" სჭირდება", - განაცხადა ლო მონაკომ.


    ცნობისთვის, იტალიელმა მენეჯერმა თავის დროზე "პალერმოში" პაულო დიბალა აღმოაჩინა.

    Facebook კომენტარები