• 21-07-2023
    გია გეგუჩაძე: “მარცხის მიზეზებზე საუბარი რთულია”
    გია გეგუჩაძე: “მარცხის მიზეზებზე საუბარი რთულია”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ბათუმის “დინამო” “ტირანასთან” მარცხის შემდეგ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა.

    შეხვედრის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “მარცხის მიზეზებზე საუბარი რთულია. ყველას იმედი გვქონდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით. უარყოფითად შევაფასებ ჩვენს თამაშს. ალთუნაშვილის წასვლით ბევრი რამ დავკარგეთ. არ ვიცი, მის ნაცვლად ვის დავიმატებთ. მეორე ტაიმში მამუჩაშვილი ნახევარდაცვაში გადავწიე, რადგანაც პრობლემები გვქონდა”. - განაცხადა გეგუჩაძემ.

    ცნობისთვის, ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგაში 5 აგვისტოს ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება.

    მომზადებულია Europop-ის მიხედვით 

    Facebook კომენტარები