• 22-07-2023
    დატოვებს თუ არა კვარა "ნაპოლის" - სანდო წყაროს გავრცელებული ინფორმაცია
    დატოვებს თუ არა კვარა "ნაპოლის" - სანდო წყაროს გავრცელებული ინფორმაცია

    ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ბოლო რამდენიმე დღეა უამრავი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში. ამბობენ, რომ ქართველი ტალანტით "ნიუკასლი" ინტერესდება და დიდი თანხის გადასახდელად არიან მზად.

    თუმცა, სხვადასხვა გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიცრუე გახლავთ.

    პრემიერ ლიგის კლუბს "ნაპოლისთვის" არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია ხვიჩას თაობაზე და არც აპირებს.

    კვარა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონში დარჩება "პარტენოპეიში" და ეცდება მიაღწიოს მორიგ წარმატებას გუნდთან ერთად.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები