06-05-2022

"კვარაცხელია გამანადგურებელი მოთამაშეა" - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, უკვე დადასტურებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონიდან კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.
იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ხვიჩა ნეაპოლელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ქართველი გარემარბის შესახებ იტალიაში მრავალმა ჟურნალისტმა ილაპარაკა, ერთ-ერთი მათგანი კი იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელი დანიელე ადანი იყო.
"მის თამაშ კარგად ვიცნობ. ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ ხვიჩა "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო კიეზას ჰგავს.
კვარაცხელია გამანადგურებელი მოთამაშეა. ის როგორც მარცხნიდან, ასევე მარჯვნიდან უტევს. გარდა ამისა, ხვიჩას ტექნიკა და რაც მთავარია, ტალანტი აქვს", - განაცხადა ადანმა.
ტეგები:
Facebook კომენტარები