• 27-07-2023
    კიმ-მინ ჯე: “მინდოდა ჩემი კვარაცხელიასა და ოსიმენის ჯილდოები დამეშალა და თანაგუნდელებისთვის გამენაწილებინა”
    კიმ-მინ ჯე: “მინდოდა ჩემი კვარაცხელიასა და ოსიმენის ჯილდოები დამეშალა და თანაგუნდელებისთვის გამენაწილებინა”

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა, კიმ მინ-ჯაემ იტალიური “ნაპოლი” დატოვა და მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდა.

    კიმმა თავისი წარსული გაიხსენა:

    “სერია ა-ს საუკეთესო მცველი ჩემი გუნდელების წყალობით გავხდი. ამ ჯილდოს მოგება მარტო არ შემეძლო. მინდოდა დამეშალა ჯილდო, რომელიც კვარამ, ოსიმენმა და მე მივიღეთ და თანაგუნდელებისთვის გამეზიარებინა. ნაპოლის ქომაგებს სიკვდილამდე არ დავივიწყებ, ისინი მუდმივად მამხნევებდნენ.

    სპალეტისთან ინგლისურად ვსმჯელობდი. ის ამ ენაზე მშვენივრად მეტყველებს. რატომ ავირჩიე შარშან ნაპოლი? სპალეტიმ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: “კიმი უნდა შევიძინოთ, ის ჩემპიონთა ლიგის დონე არისო“. ეს რომ მოვისმინე, გადავწყვიტე „ნაპოლიში“ გადასვლა. დი ლორენცოსგან ბევრი ვისწავლე. ვისურვებდი, რომ ოსიმენის წინააღმდეგ არასოდეს მეთამაშა”. - განაცხადა კიმ მინ-ჯაემ.

    Facebook კომენტარები