• 13-06-2023
    ცნობილია - იბრძოლებს თუ არა "რეალი" მბაპეს ტრანსფერისთვის
    ცნობილია - იბრძოლებს თუ არა "რეალი" მბაპეს ტრანსფერისთვის
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, საღამოს დაიწერა, რომ კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.

    მან ოფიციალური წერილით ხელმძღვანელობას ამის შესახებ აცნობა. საპასუხოდ, კი ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ თუ იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, გუნდის დატოვება ამ ზაფხულს მოუწევს.

    ბუნებრივია, ახლა მთავარი კითხვა ისაა, თუ სად წავა ფრანგი, თუ მან "პსჟ" დატოვა.

    ცნობილი ჟურნალისტების ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" საქმეშია. იწერება, რომ ფლორენტინო პერესმა იმის შესახებაც კი იცოდა, რომ მბაპე ხელმძღვანელობას წერილს უგზავნიდა.

    ამას ემატება ისიც, რომ მადრიდელები ფორვარდის ძიებაში არიან. მართალია, "ბლანკოსში" გეგმავდნენ, რომ მბაპე შემდეგ სეზონში უფასოდ მოეყვანათ, თუმცა როგორც ჩანს, პარიზელთა ხელმძღვანელობა ამას არ დაუშვებს.

    ასე და ამგვარად, კილიანის "პსჟ"-დან წასვლის შანსი დიდია. "სამეფო გუნდი" კი მისი ტრანსფერისთვის იბრძოლებს. ამას ხოსე პედრეროლიც და სანტი აუნაც ადასტურებენ.

    Facebook კომენტარები