• 19-07-2023
    ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია! - მამარდაშვილი “ბაიერნში” მიდის
    ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია! - მამარდაშვილი “ბაიერნში” მიდის

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 22 წლის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

    ქართველ მეკარეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთი მსურველი გამოუჩნდა, თუმცა როგორც ჩანს, მიუნხენის “ბაიერნმა” ყველა მათგანს აჯობა.

    ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, გაბრიელ სტაჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამარდაშვილი 99%-ით “რეკორდმაისტერს” შეუერთდება.

    გერმანული გუნდი “ვალენსიას” 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მამარდაშვილი კი ახალ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    Facebook კომენტარები