• 12-05-2022
    ჯექსონი: "ილია სუპერ სოლიდური მებრძოლია"
    ჯექსონი: "ილია სუპერ სოლიდური მებრძოლია"

    UFC-ის მებრძოლმა დეიმონ ჯექსონმა LowKick MMA-ის პოდკასტში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც ის 2022 წელს ნოკაუტით დაამარცხა.


    "თოფურია ძალიან მაგარი ბიჭია და იმაზე მრავალმხრივია, ვიდრე მეგონა. როდესაც საწვრთნელ ბანაკს ვიწყებდი, ვფიქრობდი, რომ ბრძოლა ძირითადად პარტერში წარიმართებოდა და მომზადების დროს კრივზე აქცენტი არ გამიკეთებია.


    შევცდი, რომ სრულიად განსხვავებული სტილის ბრძოლას ველოდი. მან ჯერ აფერკოტი მომარტა, უკან სწორად დავიხიე, თუმცა მისი ჯებიც მომხვდა და ბადეს მივენარცხე. გაცლით სწორად მოვიქეცი, მაგრამ იმდენად მტკივნეული დარტყმა მივიღე, რომ მისი მუშტებისგან თავი ვეღარ ავირიდე.


    ილია სუპერ სოლიდური მებრძოლია და მასთან კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი. მოკლედ რომ ვთქვა, თოფურია ძალიან მაგარი ბავშვია და დიდ სახელს აუცილებლად მოიხვეჭს.


    თუ თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის ბრძოლა გაიმართება, მასში 100%-ით ილია გაიმარჯვებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პედი მხოლოდ ნაგავია. ვთვლი, რომ ორგანიზაციას თოფურიას პოპულარობის ზრდა უნდა, თუმცა ამის გაკეთება პედის ხარჯზე არ აწყობთ, რადგან მას ფანების შეძენა შეუძლია და ამას დასაწყისშივე არ გაანადგრუებენ. ჩემი აზრით, ილიას 2 სუსტ მეტოქეს მისცემენ, შემდეგ კი ნამდვილ ტესტს მოუწყობენ, როგორც ეს შონ ო'მალის შემთხვევაში მოხდა", - განაცხადა ჯექსონმა.


    ცნობისთვის, ილია თოფურია ნახევრადსაშუალო რეიტინგის მე-15 ნომერია და მას სურვილი აქვს, მიმდინარე წელს კიდევ 2 ან 3 ბრძოლა გამართოს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები