• 01-08-2023
    "მანჩესტერ სიტიმ" სამიზნეში ჯერემი დოკუ ამოიღო
    "მანჩესტერ სიტიმ" სამიზნეში ჯერემი დოკუ ამოიღო
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" 32 წლის შემტევი, რიად მაჰრეზი არაბულ "ალ აჰლიში" გაუშვა. ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, "ქალაქელები" კი გამალებით ეძებენ ალჟირელი გარემარბის შემცვლელს.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "სიტიზენებმა" მიზანში "რენის" ბელგიელი ფეხბურთელი ჯერემი დოკუ ამოიღეს.

    21 წლის დოკუ "რენს" 2020 წელს, ბელგიური "ანდერლეხტიდან" შეუერთდა. ყველა ტურნირზე მან "შავ-წითლების" მაისური 90 მატჩში მოირგო, სადაც თავი 11 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    ჯერემის "რენთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრანგული კლუბი მას იოლად არ შეელევა.

    სხვათა შორის, "მანჩესტერ სიტის" რადარზე იმყოფება "კრისტალ პალასის" ვარსკვლავი, მაიკლ ოლისეც. ოლისე ლონდონის "ჩელსის" ინტერესთა სფეროშიცაა, მაგრამ "სიტი" ჯერემისაც და დოკუსაც პრიორიტეტულ სამიზნეებად განიხილავს.

    Facebook კომენტარები