• 02-08-2023
    რა შემთხვევაში მისცემს შანსს პსჟ მბაპეს? - საინტერესო ინფორმაცია
    რა შემთხვევაში მისცემს შანსს პსჟ მბაპეს? - საინტერესო ინფორმაცია

    როგორც მოგეხსენებათ, ფრანგულმა პსჟ-მ კილიან მბაპე იაპონიის ტურნეს განაცხადიდან ამოაგდო. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ფრანგ შემტევს თავისი მომავალი გადაწყვეტილი არ ჰქონდა.

    ცნობილი ევროპული სააგენტოს, Foot Mercado-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ 24 წლის ფორვარდს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააბრუნებს.

    იმ შემთხვევაში, თუ კილიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდება ფეხბურთელი კლუბში დარჩება და ერთგულების ბონუსსაც მიიღებს.

    თუ ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, ამ შემთხვევაში მას კლუბის დატოვება ან მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს.

    Facebook კომენტარები