20-05-2022

რუსეთს 2023 წლის სუპერთასსაც ართმევენ

ავტორი
2020 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2023 წლის სუპერთასისთვის ყაზანს უნდა ემასპინძლა, მაგრამ, სავარაუდოდ, უეფა მასპინძელ ქვეყანას შეცვლის.
მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ამის გამო მათდამი დაწესებული სანქციებია. როგორც ფიფამ, ასევე უეფამ, რამდენიმე სერიოზული შეზღუდვა უკვე დააწესეს, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ამაზე გაჩერებას არ გეგმავენ.
ESPN იტყობინება, რომ უეფას მესვეურები ახალ მასპინძელს ეძებენ, რის შემდეგაც ყაზანს მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად ჩამოერთმევა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი სუპერთასის მასპინძლობის უფლებას პირველად მიიღებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათ ამის გაკეთების საშუალება არ მიეცემათ.
ტეგები:
Facebook კომენტარები