• 02-08-2023
    ჯაკომო რასპადორიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
    ჯაკომო რასპადორიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

    ახალგაზრდა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯაკომო რასპადორიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა მოთამაშემ “პარტენოპეისთან” ხელშეკრულებას ხელი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    საგულისხმოა, რომ აურელიო დე ლაურენტისი რასპადორიზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს.

    ცნობისთვის, ჯაკომომ გასულ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები