• 04-08-2023
    “ბარსელონა” ანსუ ფატის ნდობას უცხადებს
    “ბარსელონა” ანსუ ფატის ნდობას უცხადებს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, უსმან დემბელემ გუნდი დატოვა და ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდა.

    კატალონიურმა გუნდმა დემბელეს შემცვლელის ყიდვა გადაიფიქრა.

    გავლენიანი ესპანური გამოცემა Diairio Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანა” დემბელეს შემცვლელის დამატებას არ გეგმავს, რადგან ისინი ანსუ ფატის 100% ენდობიან.

    ჩავი ერნანდესს სჯერა, რომ ანსუ ფატი ძველ ფორმას დაიბრუნებს და ბრწყინვალე სეზონს ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები