08-06-2022

[/xfgiven_playerads]
ოკუპირებული აფხაზეთი, ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი, მელიტოპოლი და ხერსონი საერთო ჩემპიონატს ქმნიან

ავტორი
თვითაღიარებული აფხაზეთი, ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი, მელიტოპოლი და ხერსონი საერთო ჩემპიონატის შექმნას განიხილავენ, იტყობინება რუსული გამოცემა РБ Спорт.
როგორც ირკვევა, მხარეები მსჯელობენ, რამდენად შესაძლებელია ამ ტურნირის ორგანიზება. ამის გამო, 12 ივნისს მოსკოვში კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რომელზეც, სავარაუდოდ, ბევრი რამ უნდა გადაწყდეს.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფიფას გადაწყვეტილების გამო, ამ ტერიტორიის ფეხბურთელები ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვერ გახდებიან და იქაურ ჩემპიონატშიც ვერ იასპარეზებენ. აქედან გამომდინარე, მხარეებს ოპტიმალურ ვარიანტად საერთო ჩემპიონატის შექმნა მიაჩნიათ.
РБ Спорт დასძენს, რომ აღნიშნული იდეის განხორციელება იქამდე შეუძლებელია, სანამ ამ მხარეებში მშვიდობა არ დაისადგურებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები