

გუშინდელი ავარიის გამო, ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ამის თაობაზე კი ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ და "ბოტევმა" ოფიციალური განცხადებები გამოაქვეყნეს:
"ბოტევ პლოვდიდი დიდ მადლობას უხდის თბილისის საავადმყოფოს ექიმებს, ასევე ექიმ ბოჩევსა და ბულგარეთის ფეხბურთის კავშირისა და ნაკრების წევრებს ნედელევისთვის გაწეული დახმარებისთვის. ამასთან ერთად, ჩვენი კაპიტნის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კლუბის ოპერატიულად ინფორმირებისთვის", - ნათქვამია ბოტევის ოფიციალურ საიტზე.
"ბულგარეთის ფეხბურთის კავშირი დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს თანამშრომელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთელ ხელმძღვანელობას", - წერია ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის საიტზე.