03-09-2023
"ამის შემდეგ ფეხები მიკანკალებდა" - ბელინგემის კომენტარი მატჩის შემდეგ
ავტორი
მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის "რეალმა" "ხეტაფე" მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
სამეფო გუნდიდან თავი კვლავ ჯუდ ბელინგემმა გამოიჩინა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "ბლანკოსს" მოაგებინა.
მატჩის შემდეგ ინგლისელმა ემოციებზე ისაუბრა:
"არ ვიცი, ამხელა სიყვარული რით დავიმსახურე - ისეთი ხმაური არასდროს მინახავს, როგორიც დღევანდელ გოლს მოჰყვა სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრის მხრიდან"
"როდესაც მთელი სტადიონი ერთხმად ჩემს სახელს სკანდირებდა, ფეხები მიკანკალებდა, მათი მადლობელი ვარ", - განაცხადა ინგლისელმა.
ტეგები:
Facebook კომენტარები