• 06-09-2023
    მოისწრაფიშვილის ახალი გუნდი - სად გააგრძელებს გიორგი კარიერას
    მოისწრაფიშვილის ახალი გუნდი - სად გააგრძელებს გიორგი კარიერას

    თბილისის "დინამოსა" და საქართველოს 21-წლამდე გუნდის წევრი, გიორგი მოისწრაფიშვილი 1-წლიანი იჯარით ბელგიურ "ბევერენს" შეუერთდა.

    როგორც ცნობილია, იჯარის დასრულების შემდეგ ბელგიელებს ქართველის გამოსყიდვა შეეძლებათ.

    გეტყვით იმასაც, რომ გიორგი ახალ გუნდში 77-ნომრიანი მაისირით ითამაშებს.

    აქვე მოგახსენებთ, "ბევერენი" ბელგიის მე-2 ლიგაში ასპარეზობს, მათ 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ და მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

    Facebook კომენტარები