• 17-10-2023
    "ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ" - სიგუას კომენტარი შვედეთთან მატჩამდე
    "ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ" - სიგუას კომენტარი შვედეთთან მატჩამდე

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში შვედეთს ბათუმში დაუპირისპირდება.

    რამაზ სვანაძის გუნდი, ქვეჯგუფში 2-3 ადგილს სწორედ მეტოქე შვედეთთან იყოფს, პირველზე კი ნიდერლანდებია 9 ქულით.

    მატჩამდე კომენტარი გუნდის ერთ-ერთმა ფებუხრთელმა, გაბრიელ სიგუამ გააკეთა:

    "ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ. მნიშვნელოვანი თამაშია, 3 ქულა ძალიან გვჭირდება, ტაქტიკურად მზად ვართ. მთავარია, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და მოვიგოთ".

    აქვე მოგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ ადგილოსანი ჩემპიონატზე პირდაპირ გავა, მეორე ადგილოსანი კი პლეი-ოფ ითამაშებს. 

    Facebook კომენტარები