• 03-12-2023
    სქოულზი: "მანჩესტერს" ზედმეტად ბევრი ზარმაცი ფეხბურთელი ჰყავს"
    სქოულზი: "მანჩესტერს" ზედმეტად ბევრი ზარმაცი ფეხბურთელი ჰყავს"
    Author of the article
    Aa

    ინგლისის პრემიერ ლიგაში შაბათი სათამაშო დღე "ნიუკასლ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებით დაიხურა. "ჯორდებმა" ერიკ ტენ ჰაგის გუნდი პირწმინად დაჩაგრეს და ენტონი გორდონის მიერ 56-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს.

    "წითელი ეშმაკების" მორიგი წარუმატებელი მატჩი შეაფასა კლუბის ლეგენდამ, პოლ სქოულზმა. "წითურმა პრინცმა" მანჩესტერელი ფეხბურთელების სიზარმაცეს გაუსვა ხაზი. სქოულზისგან განსაკუთრებული კრიტიკა მარკუს რაშფორდს ხვდა წილად.

    "ზედმეტად ბევრი ზარმაცი ფეხბურთელი გუნდში - ამას შენ ვერსად გაექცევი. პირველი, რასაც უნდა აკეთებდე, მუყაითი შრომაა. "ნიუკასლი" ფლანგებიდან დიდი ენერგიით უტევს, "მანჩესტერის" განაპირა მცველების გამო ვწუხვარ.

    რაშფორდი გაკვირვებულია? არ მესმის. ის ფიქრობს, რომ მოედანზე ყოფნას კიდევ იმსახურებს? მას გუნდისთვის ზიანი უფრო მეტი მოჰქონდა, ვიდრე სარგებელი," - თქვა სქოულზმა.

    როგორც ჩანს, პოლის აზრს "ემიუს" მთავარი მწვრთნელიც იზიარებდა, რადგან მან რაშფორდი შესვენებაზე შეცვალა.

    "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. უკეთ საქმე მანჩესტერელებს არც ჩემპიონთა ლიგაზე მისდით, რადგან იქ ჯგუფში ჩარჩენის მთავარი კანდიდატები არიან.

    Facebook კომენტარები