

რომან დოლიძემ კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა UFC-ში - ამჯერად, ჩვენებურმა სპორტსმენმა ჯეკ ჰერმანსონს ტექნიკური ნოკაუტით სძლია.
ბრძოლის შემდეგ, დოლიძემ მედიის კითხვებს უპასუხა:
"აქ ცნობილი სპორტსმენების დასამარცხებლად მოვედი. UFC-ს მთავარი პრინციპი სწორედ ესაა - თუ სახელის მოპოვება გინდა, სახელოვან სპორტსმენებს უნდა სძლიო. როდესაც მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ რეიტინგის მე-8 ადგილოსანთან მთავაზობდნენ შერკინებას, ისე დავთანხმდი, რომ არც ვიცოდი ვინ იყო.
როდესაც ჯეკი ბრძოლაზე დამთანხმდა, ძალიან გამიხარდა. იმ დროს 98 კგ-ს ვიწონიდი, მაგრამ მენეჯერს ვუთხარი, წონაზე არ იდარდო-მეთქი. 15 კილო რამდენიმე დღეში დავიკელი.
ვფიქრობ, ხამზატ ჩიმაევი საშუალო წონაში ამოვა. ჩემთან დაპირისპირება მისთვისაც და ჩემთვისაც კარგი უნდა იყოს, გამიხარდება, თუ ჩიმაევთან ბრძოლას ჩავნიშნავ. ის უმაღლესი დონისაა, თუმცა მეც ასეთი ვარ", - განაცხადა დოლიძემ.